Monday, November 30, 2009

ADHD ზარმაცი არ ვარ, უბრალოდ ყურადღების დეფიციტის სინდრომი მჭირს


ბლოგის შექმნისას ასეთი გეგმა დავისახე,დავპოსტავდი კვირაში ერთხელ და ყოველ პოსტში დავწერდი მომდევნოს ანონსს. ხოდა როგორც თითქმის ყველა ჩემი გეგმა ესეც ჩავარდნის პირასაა სოს! სოს! დგეს ვწრ ყურადღების დეფიციტის სინდრომზე, საკმაოდ გავრცელებულ დაავადებაზე რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის ყურადღების მიღმა რჩება.
პოსტს ვწერ არამედიკებისთვის, ნაკლებად გამოვიყენებ სამედიცინო ტერმინოლოგიას და გამოყენების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად განვმარტავ.
ყურადძების დეფიციტის სინდრომი არის ქცევის მოშლის სინდრომი,მის მორფოლოგიური საფუძველი ნერვული სისტემაა (ანუ ნერვული სისტემის გარკვეული დეფექტი უდევს მას საფუძვლად).
დაავადება გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
სტატისტიკა: მოიცავს მსოფლიო ბავშვთა მოსახლეობის 3-5% (ვლინდება 7 წლამდე)
მოზრდილთა 4,7% გვხვდება.
ეს სტატისტიკ მეტყველებს იმაზე რომ დაავადებულთა დიდი პროცენტი სათანადო მკურნალობის გარეშე რჩება ბავშვობის ასაკში, ამას გარკვეული მიზეზებიც აქვს და ამაზე ქვემოთ დავწერ.
შეიძლება გამოვლინდეს როგორც:უპირატესად ჰიპერაქტიულ- იმპულსური
უპირატესად ყურადღების დეფიციტის
კომბინირებული ჰიპერაქტიულობა-იმპულსურობის სახით
დაავადების სიმპტომები უუუუუმრავლეს შემთხვევაში არამკვეთრია, ან სიცელქესა და დაბნეულობას მიაწერენ. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში დაავადებ გრძელდება მოზრდილობის პერიოდშიც და გავლენას ახდენს პროფესიულ წარმათებასა და დასწავლის უნარზე, ასეთი ადამიანები ხშირად არამდგრადები არიან ქორწინებაშიც.
სიმპტომები:უპირატესად ჰიპერაქტიულ-იმპულსური ფორმა, ბავშვი მოუსვენარია, არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება, ვერ ახორციელებს კონცენტრირებას ერთ დავალებაზე ან საგანზე, სწრაფად ეცვლება ინტერესის ობიექტი. ხშირად სჯიან სკოლაში და კლასში უცვლიან ადგილ. ბევრს ლაპარაკობენ გვერძე მჯდომთან კლასში.
უპირატესად ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონენიც ვერ ახორციელებენ კონცენტრირებას ერთ საგანზე, მაგრამ ჰიპერაქტიულ- იმპულსური ფორმით დაავადებულთაგან განსხვავევბით ყოველთვის წყნარად ზიან, უსმენენ მონაყოლის გარკვეულ ნწილებს. იქმნება ილუზია რომ ისინი ყურადღებით უსმენენ მთხრობელს. მე ვფიქრობ რომ დაავადების ამ ფორმის ბედნიერი მფლობელი ვარ, სკოლაშიც და უნივერსიტეტის პირველ კურსზეც მიჭირდა ლექციის ბოლომდე მოსმენა რაც არ უნდა საინტერესო ყოფილიყო, ვამჩნევდი რომ პერიოდულად სხვა რამეზე ვიწყებდი ფიქრს ( ანუ ჩემი ტვინი დასვენების რეჟიმზე გადადიოდა) დროთა განმავლობაში მივეჩვიე რომ გათიშვები უფრო ხანმოკლე ყოფილიყო. უდიდესი ტანჯვა იყო ჩემთვის ნელამოსაუბრე ლექტორის მოსმენა, მაგ: ნოდარ გრიგოლიას ლექციებიდან ერთი სიტყვაც არ მახსოვს, არადა ვიცი რომ საინტერესოდ საუბრობს, სანამ ის ერთი სიტყვი თქმას დაამთავრებდა მე 5 ჯერ ვითიშებოდი და მოვდიოდი გონს. არადა არიან ადამიანები ვისთვისაც ნელა მოლაპარაკე ლექტორი ბედნიერებაა.
შერეული ფორმით დაავადებულებს სიმპტომებიც შერეული აქვთ.
გამომწვევი მიზეზები:1. გენეტიკური ფაქტორები
2.გარემოფაქტორები
3.ევოლუციური ფაქტორი
4. კვება
5.სოციალური ფაქტორი
მკურნალობა:მკურნალობს ფსიქოლოგი, საჭიროა ქცევის, გარემოს შეცვლა და მედიკამენტური მკურნალობა.
დატოვეთ კითხვები კომენტებშიიიი დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ

Thursday, November 12, 2009

me myself and i

[B]ყველაფერი ჩემს შესახებ. . .[/B]
ნუ ყველაფერს აქ არ დავწერ მაგრამ თუ კი ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ სამართლიანი იქნება გაგეცნო :user:
მე ვარ 23 წლის საშუალო სტატისტიკური ქართველი, გასათხოვარი ( აქ მთხოვნელისგან ველი კომენტებს :givi: )
ვცხოვრობ თბილისში, კარგ უბანში და არ მყავს მანქანა ( უმანქანობა და მეტროთი სიარული" ჩემი ტკივილია " ამაზე ცალკე დავწერ).
სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გარემოებათა" ტრაღიკული" დამთხვევის გამო ვერ მოვხვდი ქართველ რეზიდენტთა სიაში, ამიტომ რაღა დამრჩენია აფთიაქში მუშაობისა და ბლოგერობის გარდა :baby:
[B]მიზნები:[/B]
აქ ჩამოვთვლი იმ მიზნებს რის მისაღწევადაც დავიწყე ეს არცთუ იოლი საქმე :baby:
1. არცერთი საქმე არ მიმყავს ბოლომდე და ეს 23 წლის ასაკში უკვე არასერიოზულობაა, თან მგონი ყურადღების დეფიციტის სინდრომიც მჭირს და ამიტომ მიჭირს დიდხანს ერთ საქმეზე კონცენტრირება. ( მომდევნო თემა ყურადღების დეფიციტის სინდრომზე იქნება, მაგრამ თქვენ ნუ შეგეშინდებათ, არ ვაპირებ თემა სამედიცინო ტერმინოლოგიით გავძეძგო და გასაგები მხოლოდ ჰარვერდის პროფესორებისთვის იყოს :yes: ) .
2. მიჭირს დაგეგმვა, კი არა და უფრო დაგეგმილის განხორციელება.
3. პოპულარობა, აი ყველას სიამოვნებს მის აზრებს რომ ისმენენ და იზიარებენ.
4. დროს ვკლავ :vik:
5. მიჭირს საჭირო დროს საჭირო ფრაზის მოფიქრება. ყველაზე მეტად ეს ამბავი შესამჩნევი კონფლიქტის დროს ხდება, თქვენ არასდროს გაბრაზებულხართ თქვენს თავზე, ჩხუბის დროს იმის თქმა ( სიტყვებით გადმოცემა) რომ ვერ მოგიხერხებიათ რასაც ფიქრობდით? მე ხშირად.
ჯერ ეს იყოს მერე გზადაგზა გამახსენდება და დავუმატებ.

დასაწყისი. . .

ამბობენ ყველაფერი დასაწყისით იწყებაო, მეც ვიწყებ.
ბლოგის გაკეთების იდეა სულ რაღაც 1 თვის წინ მომივიდა თავში და დღეს დაადგა საშველი :yes: მომილოცეთ.
სიმართლე გითხრათ ბლოგების აქტიური მკითხველი არ ვარ, რამდენიმე ბლოგი მაქვს გადახედილი მხოლოდ, არც გრამატიკისა და ლიტერატურის ცოდნით მისკდება თავი (ქართულ ლიტერატურას დავუთმობ მერე ერთ თემას) მკითხველი იტყვის ჩვენ რაღას გვერჩი ქალო წადი საქმე მონახე და ჩვენც დაგვასვენეო :eek: მაგრამ სათქმელი ( თუ დასაწერი მაქვს ბევრი).
ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმდენი რამე მოხდა რომ თავბრუ მეხვევა, დამლაპარაკებელი და ხმის გამცემი კი არავინ მყავს. ასე რომ მაგრად დაჯექით და აიტანეთ ჩემი წუწუნი ვოტ :boli: