[B]ყველაფერი ჩემს შესახებ. . .[/B]
ნუ ყველაფერს აქ არ დავწერ მაგრამ თუ კი ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ სამართლიანი იქნება გაგეცნო :user:
მე ვარ 23 წლის საშუალო სტატისტიკური ქართველი, გასათხოვარი ( აქ მთხოვნელისგან ველი კომენტებს :givi: )
ვცხოვრობ თბილისში, კარგ უბანში და არ მყავს მანქანა ( უმანქანობა და მეტროთი სიარული" ჩემი ტკივილია " ამაზე ცალკე დავწერ).
სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გარემოებათა" ტრაღიკული" დამთხვევის გამო ვერ მოვხვდი ქართველ რეზიდენტთა სიაში, ამიტომ რაღა დამრჩენია აფთიაქში მუშაობისა და ბლოგერობის გარდა :baby:
[B]მიზნები:[/B]
აქ ჩამოვთვლი იმ მიზნებს რის მისაღწევადაც დავიწყე ეს არცთუ იოლი საქმე :baby:
1. არცერთი საქმე არ მიმყავს ბოლომდე და ეს 23 წლის ასაკში უკვე არასერიოზულობაა, თან მგონი ყურადღების დეფიციტის სინდრომიც მჭირს და ამიტომ მიჭირს დიდხანს ერთ საქმეზე კონცენტრირება. ( მომდევნო თემა ყურადღების დეფიციტის სინდრომზე იქნება, მაგრამ თქვენ ნუ შეგეშინდებათ, არ ვაპირებ თემა სამედიცინო ტერმინოლოგიით გავძეძგო და გასაგები მხოლოდ ჰარვერდის პროფესორებისთვის იყოს :yes: ) .
2. მიჭირს დაგეგმვა, კი არა და უფრო დაგეგმილის განხორციელება.
3. პოპულარობა, აი ყველას სიამოვნებს მის აზრებს რომ ისმენენ და იზიარებენ.
4. დროს ვკლავ :vik:
5. მიჭირს საჭირო დროს საჭირო ფრაზის მოფიქრება. ყველაზე მეტად ეს ამბავი შესამჩნევი კონფლიქტის დროს ხდება, თქვენ არასდროს გაბრაზებულხართ თქვენს თავზე, ჩხუბის დროს იმის თქმა ( სიტყვებით გადმოცემა) რომ ვერ მოგიხერხებიათ რასაც ფიქრობდით? მე ხშირად.
ჯერ ეს იყოს მერე გზადაგზა გამახსენდება და დავუმატებ.
No comments:
Post a Comment