გუშინ სტომატოლოგთან ვიყავი დაბჟენილი კბილი ჩამომტდა და ვიფიქრე მიაშენებსთქო და დიდი არაფერი დაჭირდება თქო, 10 საათზე ძლივს გამოვაღწიე, არხებიც კი დამიპლომბა. რამდენი საათი ეტნ-ურებოდა ჩემს კბილს ვერ გეტყვით, თანაც ანესთეზია 2 საათში უკვე აგარ მოქმედებდა... კიდევ კარგი ნერვის ამოღება მოასწრო :).
ჩემი ძმის გასაგონად ვიტყვი, ვერ გიტანთ სტომატოლოგებს.
კარგი ამბები :
1. 2 წლის წინ თურქეთში ვიყავით ჰაჯეტეპეს კლინიკაში პრაქტიკაზე, 5 კურსიდან 6 ვიყავით ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ერთად ვერთობოდით (გამის 5 საათადე ერთ tea party გვქონდა და მეორე კორპუსში თურქ ბიჩებს მეცადინეობის საშუალებას არ ვაძლევდით, 1-2ჯერ გვიჩივლეს.)ხოდა ამ 6 დან 3 გათხოვდა და დარჩენილი სამი უკაცო ქალი შევხვდით ვალენტინობას, მარკო პოლოში მივდიოდით ჩვენი ჭკუით მაგრამ ფეხის შესადგმელი ადგილი არ იყო იქ და ამიტომ იქვე თურქულ რესტორან "ბრაუნი"ში შევედით, ვჭამეთ უგემრიელესი შოკოლადის პუდინგი და ნამცხვრები.
2.აფთიაქში მოვიდა მორიგეობისას ბიჭი თქვენი გაცნობა თუ შეიძლებაო და რაგაცეებს მიყვებოდა ანუ მეცნობოდა, მონოლოგი რომ დაამთავრა ვუთხარი მე ასე არ ვეცნობი ხალხს, შეყვარებულიც მყავს და კარგადთქო. მაინც მოდის, მორიგეობაზე შოკოლადი მოაქვს ხოლმე და ვალენტინობას naomi campbell cat deluxe მაჩუქა.
No comments:
Post a Comment