აღმოჩენა გავაკეთე (თუ ეს ჩემი სიცხისგან დაბინდული გონების ბრალია არ ვიცი) ქაოტიკის ბლოგი რომელსაც თავიდან თითქოს სიამოვნებით ვკითხულობდი, აღარ მომწონს და ქენდის ბლოგი რომელიც თავიდან ძალიან მძიმე და დეპრესიული მეჩვენა არც ისე მძიმე აღმოჩნდა თან სულ კარგი მუსიკა აქვს ხოლმე:) გაუთხოვარი:გათხოვილი-0:1 :))
25 ში 24ის გავხდი, 1წელიც და ოქროს დაბდგე არ ამცდება, შევამჩნიე რომ ასაკის მატებასთან ერთად მოლოცვების სიხშირემ საგრძნობლად იკლო და გამომუშავებული ფულის რაოდენობამ იმატა (სულაც არ ვარ ამ ფაქტით აღფრთოვანებული) არ მომწონს მეგობრები თანდათან რომ მეცლებიან და ირგვლივ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი მრჩება მხოლოდ. ვიცოდი რომ ადამიანს ყველაზე მეტი მეგობარი ბავშვობაში ყავს და 40 წლის მერე 1 ადამინთან მეგობრობს მხოლოდ (ბედნიერი გამონაკლისების გარდა). ადამიანი რომლის გარეშეც ადრე ერთ დღესაც ვერ ვძლებდი, წელს დაბდგეზე დარეკვაც კი დაავიწყდა, სმს- იც კი არ მოუწერია:((.
სამაგიეროდ შევიძინე "თაყვანისმცემელი"(ზუსტად ეს სიტყვა მიესადაგება) რომელიც მიუხედავად ჩემი გამუდმებული უარისა მაინც მაცილებს სახლში, ცოტახნის წინ ვუთხარი აგარ მოხვიდე არ მომწონხართქო, მითხრა თვეში ერთხელ მაინც მოვალ და გაგაცილებო :)). რამდენჯერმე უკან დარჩა როცა მაცილებდა შეამოწმა თუ დაველოდებოდი, ეგონავერ მივხვდი რას აკეთებდა ჰუჰუჰუჰ .
ესეც ჩემი სურათი 25 ში გადავიგე და კიდევ ჩემი ტორტიიიიიიიიიიიიი დელიციოუს
uuh :) gamixarda tu mkitxulob
ReplyDeletemec gamixarda tu wamikitxe :)
ReplyDelete