
smoking kills და აზრების დალაგებაში მეხმარება, სხვა შემთხვევაში ჩემი ჩქარებული აზრები ელვის სისწრაფით გაირბენდნენ ნეირონებს და უსასრულობაში დაიკარგებოდნენ.
თვითგვემა (ასოთმავნებლობა )...
სტატისტიკას არ აქვს მნიშვნელობა, ამას ყველა აკეთებს. ადამიანები იკეთებენ ტატუს, პირსინგს, Tambaqos ეწევიან, იჩხერენ, შიმშილობენ, ბევრს ჭამენ... სუქდებიან... იკეთებენ სხეულის კორექციას... ეწევიან, ჩაკეტილი წრეა. გამშვები მექანიზმი ერთის შემთხვევაში ფიზიკური, მეორის-ფსიქიკური ძალადობა ხოლო მესამის განუხორციელებელი მიზნებია. თვითგვემის მინიმალური გამოხატულება თმის შეჭრაა, საკუთარი გამოცდილებით ვიცი რომ ნამდვილად ხსნის დაძაბულობას.
ჩემი ძმის აზრით კვირა დილით უჭმელი ეკლესიაში წასვლაც თვითგვემაა, მითხრა - " ჩვენს წინა თაობას მხედრიონი ქონდა, იმის წინას კომუნისტური პარტია და სხვა გარყვნილობები. ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ეკლესიური და წესიერები"-o ?
ჩვენი თაობა უფრო მიზანზე ორიენტირებული, კარიერისტების თაობაა მაგრამ ესეც მალე დაინგრევა "სექსუალური რევოლუცია" მოდის და რომ მოვა სწავლა და კარიერა აღარავის ააღელვებს აღელვებას მარტო სექსუალურ გარეგნობა და ურთიერთობები გამოიწვევს.
იმედია ჩემი თვითგვემა სექტემბერში შეწყდება რეზიდენტურის გამოცდების დამთავრებისთანავე. შარშან რეზიდენტურის გამოცდა 4 საათზე დაიწყო, 6-ზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, შედეგი რომ გავიგე გაპროტესტების დროც კი არ მქონდა, სამსახურში წავედი და ემოციებისგან ვერსად დავიცალე, მარტო რომ დავრჩი ტირილის დრო არ იყო ტესტები უნდა შემემოწმებინა. მეორე დღეს მშიერი და სველი ფეხებით საღამოს 5 საატამდე პასუხებს ველოდი. პროტესტი არ მიიღეს, მარტო ერთი მექანიკური შეცდომა ჩამითვალეს.
ბედის ირონიაა, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს ასეა, 6 წელი ვამბობდი საქართველოში არ გავაგრძელებ სწავლასთქო :)).
ჩემს თავს შევპირდი თვითგვემაზე არ გადავლთქო მაგრამ ბოლოს ისევ ჩემი ნერვული უჯრედები შევიბრალე და თმა შევიჭერი, ცოტა ხნის წინ მივხვდი რომ ფთიაქში სამუშაოდ დარჩენაც თვითგვემა იყო, ყოველდღე ვგრძნობ რომ იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო და რომ უფრო მეტი შემიძლია.
No comments:
Post a Comment